სოციალური პროექტი



პროექტის ხელმძღვანელი
ნათია სალუქვაძე
პროექტში მონაწილენი
ნათია სალუქვაძე მეორე კლასის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და მათი შვილები...
დასაწყისი
20 თებერვალი
დასასრული
10 მარტი
ბიუჯეტი /რესურსები
სამუშაო მასალით ბავშვებს ვუზრუნველვყოფთ პედაგოგები. თაბახის ფურცლები, ფერადი ქაღალდები, ფერადი ფანქრები, წებო, მაკრატელი, ინტერნეტი
მიზანი
საით გვსურს წასვლა?
რას გვინდა მივაღწიოთ?
 დედის როლის გაცნობიერება  და მისი მნიშვნელობას, გააზრება , როგორ უნდა მოიქცნენ, რომ დედა გაახარონ და ამაგი დაუფასონ. დედისადმი სიყვარულს და განწყობას გადმოსცემენ ნახატებში,  მონაწილეობას მიიღებენ თემასთან დაკავშირებით მოწყობილ კონკურსში, შეისწავლიან ლექსებს, სიმღერებს დედაზე, გაზაფხულზე. და მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებაში
არსებული მდგომარეობა
რა მდგომარეობაა ამ მომენტისათვის? რა პრობლემები არსებობს?
მშობლები, ბავშვები, მასწავლებლები გამოხატავენ სურვილს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობისას.შესასრულებელ ამოცანებს დავგეგმავთ მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
განსახორციელებელი ამოცანები
რა უნდა გაკეთდეს?
რა დროში?
რა თანმიმდევრობით?
                                     20 თებერვალი
ა)მოთხრობა „ დედა“ წაკითხვა-
ბ)გაანალიზება
                                       25 თებერვალი
                   დისკუსია თემებზე: 
ა) „ჩემი დედა ის არის ვინც ყველაზე ლამაზია“
                                          6 მარტი
კონკურსი:
ა)კროსვორდის ,,გილოცავ დედა“ შევსება
ბ)სიტყვა ,,დედას“ გამოყენებით სიტყვების შედგენა
გ)მისალოცი ბარათის დამზადება

                                7 მარტი
ა. ღონისძიებისთვის მზადება: „ ლამაზი შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“
ბ)პროექტის შეჯამება

შედეგი
ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა?
პროექტის შედეგად ბავშვები უფრო მეტად დააფასებენ დედის ამაგს; ეცდებიან მოიქცნენ უკეთესად, რომ დედა გაახარონ. დედას მიუძღვნიან თავიანთი ხელით დამზადებულ მისალოც ბარათებს და ნახატებს. დაგეგმილ აქტივობებზე მუშაობისას განავითარებენ სახელოვნებო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს.
შეფასება
როგორ, რა ინსტრუმენტებით განვსაზღვრავთ, როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და გავედით, თუ არა შედეგზე?
პროექტს შევაფასებინებ კოლეგებს. ჯგუფის წევრები დავაკვირდებით ერთმანეთის მუშაობას პროექტის მიმდინარეობისასაც სპეციალური შეფასების რუბრიკების საშუალებით



No comments:

Post a Comment