პროექტის მთავარი იდეა (თემა): როგორ იზრდება მცენარე?
პროექტის აქტუალობა: მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას, დააკვირდებიან აღმონაცენის ზრდას, გააცნობიერებენ მცენარეთა გამრავლებისათვის დამტვერვის მნიშვნელობას. განასხვავებენ თესლებს, ისწავიან დაკვირვებას. ამით კვლევითი უნარ-ჩვევები განუვუთარდებათ.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ დამტვერვის მნიშვნელობა მცენარეთა გამრავლებისთვის, აღმონაცენის ზრდაზე დაკვირვება და სასიცოცხლო გამოვლინების დანახვა.
მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა: 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები: ისწავლიან მცენარეზე დაკვირვებას. ინფორმაციის მოპოვების გზების ძიებას და მის გამოყენებას სწავლის პროცესში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მცენარის ნაყოფები და თესლები. ერთჯერადი თეფში, ბამბა, წყალი. სამარშრუტო ტაქსი, მძღოლი.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა: 1 თემის გაცნობა. ჯგუფების შექმნა.
აქტივობა:3 ხორბლის დათესვა და მასზე დაკვირვება. ჯგუფებს ვაძლევ ინსტრუქტაჟს: აიღეთ თეფში, მიმოაბნიეთ ხორბლის მარცვლები დაასხით ცოტაოდენი წყალი და დადგით ოთახში მზიან ადგილას.
აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ თქვენი ჯგუფის წევრების სახელები და შემდეგ მიუთითეთ თარიღი და დადეთ თეფშის ქვეშ.
ყოველდგე დააკვირდით თქვენს თეფშს.
თქვენი ჯგუფისთვის შეადგინეთ დაკვირვების ცხრილი და პერიოდულად შეიტანეთ დაკვირვების შედეგები:
ა) ჩაწერეთ, როდის გაჩნდა პირველი აღმონაცენი?
ბ) როდის გაჩნდა პირველი ფესვები?
გ)რა გაუჩნდა პირველად ფესვი თუ ღერო?
დ) როგორ გაიზარდა სიმაღლეში?
ე) რა მოუვიდა თესლს, რომლიდანაც მცენარე აღმოცენდა.
აქტივობა: 4 ლობიოს დათესვა, რათა შეძლონ ხორბლის აღმონაცენთან შედარება.
აქტივობა: 5 სხვადასხვა ნაყოფის და თესლების მოტანა კლასში და დათვალიერება.
აქტივობა: 6 ექსკურსია გურიანთის სასათბურო მეურნეობაში.
აქტივობა: 7 ექსკუსიის შეჯამება
აქტივობა:8 ხორბალზე მონაცემების შეგროვება და პრეზენტაციის გაკეთება.
აქტივობა: 9 შეჯამება.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ. III. 11. მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება.
- ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (დაკვირვებას) და იყენებს მას.
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია სალუქვაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა.natiasaluqvadze@gmail.com
No comments:
Post a Comment