გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის თემა– რა იცით თამარის შესახებ?
გაკვეთილის მთავარი თემა
რა იცით თამარის შესახებ?
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი-III კლასი
საგანი/პედაგოგი
ქართული/ ნათია სალუქვაძე
მოსწავლეთა პროფილი-
11-მოსწავლე . შშშმ. ბავშვი არ მყავს.
გაკვეთილის აქტუალობა
მოსწავლეები გაიგებენ მეტ ინფორმაციას თამარის შესახებ.
გაკვეთილის მიზანი მისაღწევი შედეგები
ქართ.III.2 მოსწავლეს შეუძლია ლიტ-ლი ტექსტის მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე;
ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს.
წინასწარი ცოდნა.
იციან საქართველოს მეფეების შესახებ.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი და მათთვის ცნობილი შეფასების სქემის მიხედვით
გამოყენებული სასწავლო მასალა და  ტექნიკური რესურსი
მასწავლებლის წიგნი, დაფა, ცარცი თვალსაჩინო მასალა.კომპიუტერი. ინტერნეტი.
გაკვეთილის მსვლელობა
A-ფაზა
აქტივობა-1 „გონებრივი რუკის შევსება“-2წთ
რა იცით თამარის შესახებ?
აქტივობა-2  კითხვისათვის მზადება-წყვილებში მუშაობა-8წთ
იხსენებენ შესწავლილი მოთხრობების მიხედვით საქართველოს მეფეებს.ერეკლე მეფეს ,დავით აღმაშენებელს.
B-ფაზა
აქტივობა-3 მინი ლექცია -ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენებით.-5 წთ
აქტივობა-4 ტექსტის კითხვა -10წთ
ტექსტის ნაწილ- ნაწილ კითხვა და უცნობი
სიტყვების გამოთქმების ანალიზი.
აქტივობა-4  გამოკრებითი კითხვა ჯგუფებში მუშაობა-5წთ
ჯგუფები დავყავი შემთხვევითი პრინციპით.
თითოეულმა ჯგუფმა უნდა ამოიკითხონ ტექსტიდან პასუხები შემდეგ დავალებებზე.
I-ჯგუფი
თამარის მშობლები.
დიდგვაროვნების აჯანყება.
II-ჯგუფი
აჯანყებულთა დაშოშმინება.
გარეშე მტრების ალაგმვა.
III-ჯგუფი
თამარის ზრუნვა  ქრისტიანობის გაძლიერებისათვის.
თამარისდროინდელი საქართველო.
აქტივობა-5 ორთოეპიასა და ორთოგრაფიაზე მუშაობა-5წთ
მოსწავლეების ვარჯიში ტექსტში მოცემული ორთოგრამების სწორად წარმოთქმასა და მართლწერაზე.
აქტივობა-6 ლექსიკური მუშაობა 4 წთ
 წინ-ში ახლად შესწავლილი ლექსიკური ერთეულების ჩასმა
„(მოსწავლის  რვეული“),დავალება№1
C-ფაზა
აქტივობა-7 გაკვეთილის შეჯამება 3წთ
რა გაიგეს ახალი ამ გაკვეთილზე?
აქტივობა-8 გაკვეთილის შეფასება-2წთ
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარი შედგენილი სქემის მიხედვით.
აქტივობა -9 საშინაო დავალების მიცემა-2წთ
„თამარ მეფე“ ტექსტში მონიშნონ ადგილი,რომელმაც ყველაზე მეტად დააინტერესათ.               









განმავითარებელი შეფასების სქემა
თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შეფასების ბარათი

სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

1.     პრაქტიკული მუშაობა: ( ორგანიზებულობა, შემოქმედებითობა, მასალის ფლობა;)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2.              მსჯელობა კლასში: (აქტიურობა, პარტნიორთან და ჯგუფთან მუშაობა, კითხვებზე ადეკვატური პასუხების გაცემა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3.                 პრეზენტაცია: (საკუთარი აზრის დასაბუთება, კორექტულობა;)






გაკვეთილის მთავარი თემა
რა იცით დავით აღმაშენებლის შესახებ?
სწავლების საფეხური/ კლასი
საფეხური დაწყებითი/III-კლასი
საგანი/ პედაგოგი
ქართული ენა და ლიტერატურა/ნათია სალუქვაძე
მოსწავლეთა პროფილი
12მოსწავლე/განსაკუთრებული მიდგომებისა და საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის აქტუალობა
·         მოსწავლეები მოიძიებენ . აღმაშენებლის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას.
·         გაეცნობიან დავითის ეპოქას.
·         კითხვის მარტივ სტრატეგიებს.
გაკვეთილის მიზანი მისაღწევი შედეგები
·         სტატიის კითხვა და ანალიზი.
·         . აღმაშენებლის შესახებ მარტივი საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდება
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.  
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;

ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.    
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;

ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტის საბავშვო ენციკლოპედიაშიმარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ . ).                    
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს ილუსტრაციების ქვემოთ მოცემული წარწერების შინაარსს;

ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას  და/ან  თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.  
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ვიზუალურად (წაკითხვის ან მოსმენის გარეშე) ამოიცნობს ამა თუ იმ ტექსტის  (რეკლამის, აბრის, რეცეპტის, მარტივი ინსტრუქციის, მოსაწვევი ბარათის) დანიშნულებას
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები იცნობენ კითხვის მარტივ სტატეგიებს, შეუძლიათ ტექსტის მოსმენა და გაგება, უცნობი სიტყვების ახსნა კონტექსტის გათვალისწინებით.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი და მათთვის ცნობილი შეფასების სქემის მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სასწავლო მასალა: მასწავლებლის წიგნი, დაფა, ცარცი, თვალსაჩინო მასალა.
 ტექნიკური რესურსი: www.google.ge , კომპიუტერი, პროექტორი, ელექტრონული პრეზენტაცია PPTX.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება, კლასის ორგანინიზება – 2 წთ;

გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
 
მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს  ვაცნობ წინასწარ შედგენილი  განმავითარებელი შეფასების სქემას. _ 1 წთ
აქტივობა- წყვილებში მუშაობა-2წთ;
რა იცით . აღმაშენებლის შესახებ
აქტივობა- 2 ,,გონებრივი იერიშის’’-რუკის შევსება-2 წთ;
პასუხების მოსმენის შემდეგ კლასის აქტიური მონაწილეობითა და მასწავლებლის დახმარებით
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება   
აქტივობა 3 _ მინი ლექცია ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენებით _ 5 წთ
აქტივობა 4 _ ტექსტის კითხვა _ 12 წთ
ტექსტის ნაწილ-ნაწილ კითხვა და უცნობი სიტყვების გამოთქმების ანალიზი.
აქტივობა  5 _  გამოკრებითი კითხვა. _ 5 წთ.
კლასი იყოფა  3 ჯგუფად. ჯგუფები  დავყავი შემთხვევითი პრინციპით.
თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება, მოძებნონ წაიკითხონ ის ადგილი ტექსტიდან, სადაც აღწერილია:
1) . აღმაშენებლის ცოდნა -განათლება;
2) წიგნის  სიყვარული;
3) გადასატან-გადმოსატანი ბიგლიოთეკა
აქტივობა 6    _ მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ მათთვის გაუგებარი სიტყვა ან გამოთქმა და შეადგინონ წინადადებები ამ სიტყვების გამოყენებით. _ 3 წთ.
დავალება სრულდება აქტივობების რვეულში
აქტივობა 7 _ წინადადებების დალაგება _ 3 წთ.
დაალაგეთ წინადადებები რიგითი ნომრების მიხედვით  ისე, რომ ტექსტი მიიღონ.
ეს ითვალისწინებს არა მარტო დეფორმირებულ ტექსტის  აღდგენას, არამედ დავითის შესახებ დამატებითი საგანმანათლებლო ინფორმაციის მიღებას
გაკვეთილის C ფაზა - რეფლექსია  
აქტივობა 8 _   შეჯამება 5 წთ
რა გაიგეს ახალი ამ გაკვეთილზე?
 გაეცნენ დავით აღმაშენებლის კიდევ ერთ თვისებას - განათლებას, წიგნის სიყვარულს.
ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს
აქტივობა 9 _   შეფასება _ 4 წთ.
აქტივობა 10 _ საშინაო დავალება _ 2 წთ. ,,მეფე მწიგნობარი’’ (კითხვით ) ტექსტში მოინიშნონ ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ.









No comments:

Post a Comment