საწრეო მუშაობა

საწრეო მუშაობის პროგრამა


საწრეო მუშაობა
წრის დასახელება: „ენა  ბურჯია ერისა 
წრის ხელმძღვანელინათია სალუქვაძე
მიზნობრივი ჯგუფისსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ.გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის I- კლასის მოსწავლეები
წრის მიზანი:  მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ...- მოთხოვნების მიხედვით
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს.
·         დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს.
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლითკითხულობს მარტივი წინადადებებისგან შედგენილ მცირე ზომის ტექსტსცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან.
·         ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს.
·         წერს კარნახით.
·         კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს.
მოკლე მიმოხილვა:  წრის მუშაობა ხელს შეუწყობს გაკვეთილზე მიღებული გრამატიკული საკითხების  ცოდნის   გაღრმავება-განმტკიცებასრაც მოსწავლეებს დაეხმარება  ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურის დახვეწასა  და სხარტი აზროვნების  ჩვევის  ჩამოყალიბებაში.
წრის ხანგრძლივობა:  2017-18 სასწავლო წრის მეორე სემესტრი.  12 შეხვედრათითო შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი. პარასკევობით 13 სთ







წრის სამუშაო პროგრამა
N
თვე და რიცხვი
თემა
აქტივობა
მიზანი
რესურსი
1.

26.01
შეხვედრა წრის წევრებთან.სამუშაო თემატიკის გაცნობა.
ბგერა და ასო


·         მინი ლექცია.
პოსტერი „ყველაფერი ჩემ შესახებ“

სამუშაო ფორმატის გაცნობა.
კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება.
ასო-ბგერის მნიშვნელობის განსაზღვრა.

ფორმატი, მარკერი, ფერადი ფანქრები,
ბუკი.

2.
2.02
მსგავსება-განსხვავება ასო-ბგერებს შორის

·   „შეცდომების ამოცნობა“

ამოიცნობენ შეცდომით დაწერილ ასო-ბგერას.
შეძლებენ სიტყვის დაშლას ბგერებად და ბგერებისაგან სიტყვის შედგენას.
შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს

წინასწარ გამზადებული ფორმატი.
ფურცლები, საწერ -კალამი

3
9.02
რომელია მარცვალი

·         „მარცვლის მატარებელი“
·         ასო-ბგერებისაგან მარცვლების შედგენა.
·         პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება

შეძლებენ მარცვლის ამოცნობას და ასო-ბგერებისაგან თავად შეადგენენ მარცვალს

ბარათები,
რვეული, საწერ-კალამი,
დაფა, ცარცი

4
23.02
სიტყვის დამარცვლა და გადატანა

სიტყვის დამარცვლა და გადატანა

შეძლებენ სიტყვების დამარცვლას გადასატანად

ბარათები მარცვლებით,
რვეული, საწერ-კალამი, ფურცლები

5

2.03
სიტყვა- საგნის სახელი

შემიძლია საგნების ამოცნობა
·         მონიშვნებით კითხვა
·         პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება

სურათზე ამოიცნობენ საგნებს და მიუწერენ სახელს.
შეძლებენ აზრის გამოთქმას და დასკვნის გამოტანას

სურათები სხვადასხვა საგნის გამოსახულებით,სახელმძღვანელო
ფურცლები, საწერ კალამი, ფორმატი, მარკერი,
6
16.03
სულიერი და უსულო საგნის სახელები

·         „გონებრივი იერიში“
·         შევავსოთ ცხრილი
·         დამოუკიდებელი სამუშაო

დაასახელებენ და დააჯგუფებენ საგნებს , შეავსებენ ცხრილს, შეასრულებენ დამოუკიდებელ სამუშაოს

დაფა, ცარცი, ფორმატი, მარკერი, რვეული, საწერ-კალამი, ტექსტი
7


30.03
ვინ და რა ჯგუფის სახელები

·         ბარათებით მუშაობა
·         აზრობრივი რუკა
·         პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება

ამოიცნობენ და დააჯგუფებენ საგნებს ვინ და რა ჯგუფის მიხედვით, შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს

ბარათები გამოტოვებული სიტყვებით,
ფლიფჩარტი, მარკერები,
რვეული, საწერ-კალამი

8
13.04
კითხვის დასმა საგნის აღმნიშვნელ   სახელზე

„ყველაზე ყურადღებიანი“
·         ბარათებზე მუშაობა
·         ცხრილის შევსება
·         დამოუკიდებელი სამუშაო

შეძლებენ ყურადღების კონცენტრირებას, შეძლებენ შეკითხვის სწორად დასმას.

ბარათები სხვადასხვა გამოსახულებით,
ფლიფჩარტი, მარკერები, რვეული საწერ-კალამი

9
20.04
სულოიერი და უსულო საგნის სახელოები
  
·         ბარათებზე მუშაობა
·         ცხრილის შევსება
·         დამოუკიდებელი სამუშაო



შეძლებენ ყურადღების კონცენტრირებას, შეძლებენ  სულოიერი და უსულოო საგნის სახელოების გარჩევას.

ბარათები სხვადასხვა გამოსახულებით,
ფლიფჩარტი, მარკერები, რვეული საწერ-კალამი
9

10
27.04
საგნის რიცხვი
„ერთი და ბევრი“გამოტოვებული ადგილების შევსება
დამოუკიდებელი სამუშაო
·        
შეძლებენ საგნის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის წარმოებას

ბუკი, დაფა, ცარცი, საწერ-კალამი, რვეული

11
4.05
წინადადებები( თხრობითი, კითხვითი, ძახილოის)
წინადადებების წაკითხვა სათანადო ინტონაციით და ამოცნობა
შეძლებენ გაარჩიონ წინადადებები შინაარსის მიხედვით
ფორმატი, მარკერი, სურათები
12
11.05
შემაჯამებელი ტესტი

ტესტზე მუშაობა

შეძლებენ მიღებული ცოდნის წარმოჩენას

ტესტი,საწერ-კალამი




პირველი დღე წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით წარიმართა. მოსწავლეებს გავაცანი სამუშაო თემატიკა და საჭირო მასალა. მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად მოსწავლეებმა იმუშავეს პოსტერზე „ ყველაფერი ჩემ შესახებ“, გააკეთეს პრეზენტაცია





მეორე შეხვედრაზე გავახსენე წინა დღეს განხილული საკითხები „გონებრივი იერიშის „მეთოდით. დაფაზე მქონდა დაწერილი შეცდომით დაწერილი სიტყვები, ამოიცნეს და გაასწორეს შეცდომები. ფორმატზე ჩამოწერილი სიტყვები დაშალეს ასო-ბგერებად და წარმოადგინეს. ბარათებზე ასოები ეწერა და შეადგინეს სიტყვები.



მესამე შეხვედრა დავიწყე მიზნის გაცნობით.ბარათებიდან ამოარჩიეს ის ბარათები, რომელზედაც მარცვლები ეწერა. გააკეთეს დასკვნა თუ რატომ ამოარჩიეს ეს ბარათები სხვებისგან. არჩეული ბარათებით ააწყვეს წინადადება და წაიკიოთხეს ხმამაღლა. შემდეგ თავად შადგინეს მარცვლები: ხმოვნისგან, ხმოვნისგან და თანხმოვნისგან. შესრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები.


საწრეო მუშაობის მეოთხე დღე მოსწავლეებმა მარცვლებისაგან შეადგინეს სიტყვები და ივარჯიშეს ხმამაღლა და სწრაფ კითხვაში, ერთმანეთს ჯგუფებში ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მეტ სიტყვას ააწყობდა.შემდეგ მივაწოდე სიტყვებ, რომ;ებიც თავად დაყვენ გადასატანად და წარმოადგინეს სიტყვის გადატანის ყველა შესაძლო ვარიანტი. ივარჯიშეს სხვდასხვა სიტყვების გადასატანად დაყოფაზე.


მეხუთე დღეს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სურათები, დაასახელეს მათზე წარმოდგენილი საგნებს და მიუწერეს სახელები. წაიკითხეს ლექსი „ გაზაფხული“ კითხვისას ფერადი ფანქრით გაუსვეს ხაზი იმ სიტყვებს, რომლებიც აღნიშნავდა საგანს და გამოიტანეს დასკვნა, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი საგანია.ყოველ საგანს თავისი სახელი აქვს.



 მეექვსე მეცადინეობაზე მოსწავლეები დავყევი ჯგუფებად. მივედცი თვალსაჩინოება და უნდა ამოეცნოთ საგნის სახელები და დაეჯგუფებინათ კითხვების ვინ? და რა? ჯგუფის მიხედვით. შეავსეს ცხრილი.



მეშვიდე მეცადინეობაზე  მოსწავლეებმა „ გონებრივი იერიშის“ გამოყენებით დაასახელეს საგნები. შემდეგ მათ მიერ დასახელებული საგნები დააჯგუფეს სულიერ და უსულო საგნები, შემდეგ კი მათ მიერ დასახელებული საგნები დააჯგუფეს სულიერ და უსულო საგნებად და შეავსეს ცხრილი ბუკში.

მერვე მეცადინეობაზე შეძლეს საგნებზე კითხვის სწორად დასმა.  მათ ჰქონდათ ბარათებზე დაწერილი კითხვები ვინ ?და რა? ვასახელებდი საგნებს, ისინი კი დასახელებულ საგნის მიხედვით უსვამდნენ სწორად კითხვას.




მეცხრე მეცადინეობაზე მოსწავლეები დავყევი ჯგუფებას. მივეცი თვალსაჩინოება. ამოიწერეს სულიერი და უსულო საგნის სახელები და დამოუკიდებლად შეავსეს ცხრილი.

მეათე მეცადინეობაზე საგნები დაალაგეს ერთის და ბევრის მიხედვით. გამოიტანეს დასკვნა: ერთი საგანი აღნიშნავს მხოლობით რიცხვს, ბევრი კი მრავლობითს. შეავსეს გამოტოვებული ადგილები.

მეთერთმეთე გაკვეთილზე წავიკითხეთ ტექსტი. მოვძებნეთ წინადადებები შინაარსის მიხედვით: თხრობითი, კითხვითი და ძახილის. წაიკითხეს სათანადო ინტონაციით და გაარჩიეს. შეძლეს თხრობითი წინადადების გადაკეთება კითხვითად, ძახილი წინადადებად.


მეთორმეტე მეცადინეობაზე გავიხსენეთ შესწავლილი საკითხები და ვწერეთ შემაჯამებელი ტესტი.


მეშვიდე მეცადინეობაზე






No comments:

Post a Comment